,,გაბერილი შტატები" თუ კანონით გათვალისწინებული ნორმა
საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან" გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე თვითმმართველი ქალაქი
ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზეზით გააუქმა, არჩევნების შემდეგ კი მუნიციპალიტეტში გაბერილი შტატები დამტკიცდა.
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონის მიხედვით იქნა მიღებული.
საქმე ეხება საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც გაირკვა, რომ ახალციხის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით თვითმმართველობაში 115 თანამშრომელი დასაქმდება, ხელშეკრულებით კი 48–ს აიყვანენ.
ახალციხის გაერთიანებული მუნიციპალიტეტი შტატითაც და ხელშეკრულებითაც ჯამში 163 თანამშრომელს დაასაქმებს, მანამდე ქალაქსა და თემში ერთად 185 მოხელე მუშაობდა.
სამსახურის გარეშე 22 საჯარო მოხელე დარჩება. მერია შერჩეული თანამშრომლების დანიშვნას მომავალი კვირიდან დაიწყებს.