ეკონომიკა
ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა
საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ნოემბერში ქვეყანაში 266.695 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 5.1%-ით ნაკლებია, წინა თვის მაჩვენებელზე. ოქტომბერში ფულადმა ჩარიცხვებმა 281.060 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში ჯამურად ფულადმა ჩარიცხვებმა 3.076 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ნაკლებია გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოსი 4.146 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნებს,საიდანაც წელს ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს აშშ, იტალია და რუსეთის ფედერაცია.
უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:
- აშშ - 50.054 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 45.155 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 29.761 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 23.770 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 21.464 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი - 21.430 მლნ აშშ დოლარი
- ყირგიზეთი - 8.009 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 8.488 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 7.998 მლნ აშშ დოლარი
- ირლანდია - 5.539 მლნ აშშ დოლარი
Տարածեք :