ეკონომიკა
რამდენით გაუფასურდება ლარი დოლართან მიმართებაში - 2025 წლის პროგნოზი
Trading Economics-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მაჩვენებლის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას აახლებს.
26 იანვრის მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2025 წლის განმავლობაში გაუფასურების ტენდენციას გააგრძელებს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8580-ის ფარგლებში იქნება, მეორე კვარტალში კი 2.9069-ს გადააჭარბებს.
ამავე პროგნოზის თანახმად, დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება. კერძოდ, მესამე კვარტალში 1 დოლარის შეძენა 2.9566 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგნოზის თანახმად, წლის ბოლოს, მეოთხე კვარტალში 1 დოლარის ღირებულება 3.0072 ლარს გადააჭარბებს.
Տարածեք :