1 დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა
1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6223 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6454 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0231 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7907 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0383 ლარი შეადგინა.