ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცენარეების მდგომარეობას ასახელებენ. მერიაში ამბობენ, რომ ხეების ამოძირკვა ადგილობრივებმა მოითხოვეს, რადგან გაზაფხულზე, ყვავილობის დროს, ხის ნაწილაკები მოსახლეობას დისკოფორტს უქმნიდა.
„გარდა იმისა, რომ ზოგიერთი ხე დაზიანებული და ხანდაზმული იყო, მათი ამიძირკვა მოსახლეობის თხოვნით მოხდა, რადგან ტირიფის ჯიშს მიეკუთვნებოდნენ და ყვავილობის პერიოდში მათგან გამოყოფილი "ბურტყლი " ალერგიას იწვევდა და დისკომფორტს ქმნიდა. მოეწყობა ხეებისთვის სპეციალური ადგილები და წელსვე დაირგვება სხვადასხვა ჯიშის დიდი ზომის ნარგავები“, - განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.
რუსთაველის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზედა საფარის მოწყობამდე, შპს „კეთილმოწყობამ“ ათობით დიდი ხე ჯერ გადაბელა, შემდეგ ამოძირკვა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მათ ადგილზე ახალ ნერგებს დარგავენ. „წელს უკვე 600-ზე მეტი ნარგავია დარგული. მიმდინარე სამუშაოებს დავასრულებთ ზაფხულში. ახლა ვრგავთ დაახლოებით, 250 ნარგავს, კეთილშობილი კატეგორიის იფანი, არყი და ცაცხვის ჯიშები, რომლის გამოყოფილი „ბურტყლი“ მოსახლეობას დისკომფორტს აღარ შეუქმნის. ეს სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს“, - გვითხრა კობა კურტანიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.