ახალციხის სოფლებში საქველმოქმედო ფონდმა „მხარდაჭერა ჯავახეთს“, 500-მდე პირს ევროპული ტანსაცმელი გადასცა. წყალთბილას, ყულალისს, ორალს, დიდ და პატარა პამაჯს ფონდის წარმომადგენლები 1-ელ მარტს, დილიდან ეწვივნენ. ორგანიზაციის დირექტორის, სამველ მკოიანის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზება ფონდთან ერთად, „საერთო სომხურმა საქველმოქმედო საბჭომ“ გაუწია.
„ პროექტის ფარგლებში, ძირითადად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს ვეხმარებით. ჩვენ სამცხე-ჯავახეთში 15 000-ზე მეტი ქურთუკი ჩამოვიტანეთ, ძირითადად, ხარისხიანი, ფრანგული თბილი ტანსაცმელია“, - ამბობს ფონდის დირექტორი სამველ მკოიანი.
ახალციხის გარდა, ფონდის წევრები, ჯავახეთის დაახლოებით. 15 სოფელში იმყოფებოდნენ და ტანსაცმელი 4 000-მდე ადამიანს გადასცეს. ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ფონდის შემომწირველები არიან აშშ-ში, რუსეთსა და სომხეთში მაცხოვრებლები და სასულიერო პირები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.