კოვიდი მძვინვარებს, მოსალოდნელია შემდეგი ტალღები, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია - ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბაქრაძის ოჯახს მიუსამძიმრა
22.03.2021
მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. კლინიკა ,,იმედის" მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მხარის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, შიშის მომენტი არსებობს, მაგრამ კოვიდთან ბრძოლის მთავარ იარაღად მაინც ვაქცინაცია რჩება.
„დიდი უბედურებაა ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება. მე დღეს მივუსამძიმრე ოჯახს, ეს სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება ვაქცინაციას, სამწუხაროდ ის ერთადერთ ბრძოლის იარაღად რჩება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გართულებების რისკი არსებობს მაგრამ ამაზე კომენტარი ექიმებმა უნდა გააკეთონ. ის თუ რომელი ვაქცინით უნდა აიცრან, რა პირობებში და ვაქცინაციის შემდგომ გართულებებზე როგორ უნდა უმკურნალონ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და არასწორი იქნება ჩემი შეფასება“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. 28 წლის ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჩატარებულია ექსპერტიზაც, თუმცა ჯერ პასუხი ცნობილი არ არის. ოჯახი „იმედის“ ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ოჯახს სამძიმარს უცხადებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი. ანტონ ობოლაშვილი აცხადებს, საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილით, საგამოძიებო პროცესში ჩაერთვება.
,,საშინელი ამბავი მოხდა, რომელმაც ყველა შეგვძრა. რაც შეეხება ვაქცინაციას, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იყო და გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს. ვიცით, რომ კოვიდი მძვინვარებს, მოსალოდნელია სხვადასხვა შემდეგი ტალღები, შესაბამისად ამოცანის ამოხსნის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მაქვს იმის საფუძველი, რომ ვენდო ჩვენს გამოცდილ ექიმებს და გავითვალისწინოთ მათი რჩევები. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება გამოძიებას, მეც მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულფასოვნად, იყოს ამომწურავი, რომ ოჯახს კითხვები არ დარჩეს. ჩავერთვები საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილით, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც მექნება საუბარი" - განმარტა პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა.
იმედის კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ. 24 მარტს კი გარდაცვლილ მედდას 29 წელი შეუსრულდებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.