SSSS

საზოგადოება
ათასობით პირი მოქალაქეობის გარეშე - რა ბედი ელის სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას
ტიგრან მათევოსიანი საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს. ახალქალაქელი მამაკაცი გაჩერებას არ აპირებს და თუ ქართული მართლმსაჯულება ვერ დაუბრუნებს, მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივა. ტიგრან მათევოსიანი ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ცხოვრობს. სამი წელია მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს, სხვადასხვა უწყება კი უარით ისტუმრებს.

„სამი წელია უკვე მოქალაქეობის გარეშე ვარ. 11 რიცხვში სასამართლო უნდა ყოფილიყო და გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ არსებობს, რომ გავასაჩივრო. ექვსი სხდომა იყო თბილისში, მეექვსე სხდომა ძლივს გამართეს. ექვსჯერ ჩავედი, ახლა გავასაჩივრებ უზენაესში, მერე ევროპის სასამართლოში. სამი წელია საქართველოდან ვერ გავდივარ. ბინადრობა ან რამე მსგავსი დოკუმენტი არ მაქვს. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ნებისმიერ საავადმყოფოში ყველაფერი ფასიანია. სასამართლოში სამედიცინო ცნობაც ვანახე, რომ ოპერაცია მჭირდება, არანაირი ყურადღება არ მომაქციეს, პრობლემას თავად მთავრობა ქმნის“, - ამბობს ტიგრან მათევოსიანი.

ტიგრანს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეობა კი მაშინ დაკარგა, როცა სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში წავიდა. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან მარტივად იმ შემთხვევაში გადახვიდოდი, თუ სომხეთის ამ რუსეთის მოქალაქეობა გქონდა.

ტიგრანის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურს ახალციხის სოფელ პატარა პამაჯში მცხოვრებ კარინე პაპოიანს. ის სკოლის დამთავრებამდე საქართველოში ცხოვრობდა, უმაღლესი განათლება ერევანში მიიღო. სწორედ მაშინ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, რადგან რუსეთში წასვლას და იქ ცხოვრებას აპირებდა. 20 წლისა დაოჯახდა და ახალციხეში დაბრუნება მოუწია. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს მოქალაქეობის დაბრუნებას.

„13 წელია აქ ვცხოვრობ, სამი შვილი მყავს, ისევ მინდა ავიღო საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ არ შემიძლია. მე ახალგაზრდა ვარ და ახლაც ვსწავლობ ქართულს ჟვანიას სკოლაში, მაგრამ ვინც 60-70 წლისაა, იმან რა ქნას, ვერ ისწავლის ენას და გამოცდაზე ვერ გავა“.

33 წლის ქალს მხოლოდ ბინადრობის უფლება აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ლეგალურად იცხოვრებს, მაგრამ სრულფასოვანი მოქალაქე ვერ იქნება. ვერ მონაწილეობს არჩევნებში, ვერ სარგებლობს მაღალმთიანის სტატუსით. მოქალაქეობის არქონის გამო, ორი მშობიარობის დროს თანხის გადახდა მოუწია.

„სოფელი პატარა პამაჯი მაღალმთიანია, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სხვებთან შედარებით ხელფასს ნაკლებს ვიღებ, მაღალმთიანობის დანამატი არ მეკუთვნის. ვერ ვმონაწილეობ არჩევნებში, რადგან მოქალაქეობა არ მაქვს და ბინადრობის უფლებით არ შემიძლია ხმის მიცემა“.

კარინე პაპოიანი სოფლის სკოლაში დაწყებითი განათლების პედაგოგია. ქართულად კარგად საუბრობს და სახელმწიფო ენის შესწავლას ჟვანიას სკოლაში აგრძელებს. ორი წლის წინ ორმაგი მოქალაქეობის გამოცდაზეც გავიდა, 300 ლარამდე გადაიხადა, თუმცა სახელმწიფო ენის ცოდნის მიუხედავად, საკმარისი ქულები ვერ დააგროვა.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეობის გარეშე ძირითადად, მამაკაცები არიან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა საქართველოს მოქალაქეს აღარ შეეძლო, მათ მოუწიათ მიეღოთ რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ამით ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2018 წელს დაჰპირდა. სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში ვიზიტისას აღნიშნა, რომ საქართველოს დაკარგული მოქალაქეობა, ჯავახეთის მკვიდრებმა მარტივად უნდა აღიდგინონ.

"წინა პრეზიდენტი, სახელს არ ვახსენებ და მე მას უხსენებელს ვეძახი, ანიჭებდა თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში და არაფერი აკავშირებდა საქართველოსთან, ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს გაურკვეველი მიზეზით მათთვის მოქალაქეობის აღდგენაზე. ახლა პარლამენტში მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და ახალი კანონი, რომ ყველა ვინც იყო საქართველოს მოქალაქე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დღევანდელი დღიდან მას შეუძლია შეიტანოს განაცხადი და მოითხოვოს სტატუსის აღდგენა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ისევ ეწვია და ამჯერად ადგილობრივებს სახელმწიფო ენის სწავლისკენ მოუწოდა.

„მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, რომ პატარა გამოცდა მაინც ჩააბაროთ, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ პატარა ბავშვებისთვის ბაღიდან იწყება ენის შესწავლაც და კარიერაც. ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ძალიან მოკლე მომავალში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნა“.


ამ განცხადებიდან თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების საკითხისადმი უყურადღებობაში, საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა.

„თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს“.

მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ადამიანების სტატისტიკას სახელმწიფო არ წარმოებს, ადგილობრივების თქმით კი ეს ციფრი 20 000-მდეა. მათი პრობლემები კარგად იცის ნინოწმინდელმა ტიგრან ტარზიანმა. სამოქალაქო აქტივისტი ცდილობს, რომ საკითხით სახელმწიფო უწყებები დააინტერესოს.

„ადვოკატირების კამპანია გვაქვს დაწყებული. წერილებს ვუგზავნით საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციის სახლს, სახალხო დამცველის აპარატს. შევხვდით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პასუხად გვითხრეს, რომ დაინტერესდებიან და დაგვიკავშირდებიან, ჩვენც ველოდებით მათ პასუხს“, - ამბობს ტიგრან ტარზიანი. მისი თქმით, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირები განსაკუთრებული სირთულის წინაშე პანდემიის დროს აღმოჩნდნენ. ათასობით პირს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ ჰქონდა.

„პანდემიის დროს ძალიან რთული მდგომარეობა იყო, ამ ადამიანებმა რეალურად, ვერ ისარგებლეს სახელმწიფო პროგრამებით - მხოლოდ მოქალაქეებისთვის იყო უფასო ტესტი და მკურნალობა. ამიტომ არ მიმართავდნენ საავადმყოფოებს, რადგან უნდა გადაეხადათ ორჯერ და სამჯერ მეტი იმიტომ, რომ არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. სახლში მკურნალობდნენ, ამიტომაც ჯავახეთში კორონავირუსის სტატისტიკა არც ისე დიდი იყო და მწვანე ზონად იყო გამოცხადებული, მაგრამ რეალობა სხვაა, აქ ადამიანებმა ორჯერ და სამჯერ გადაიტანეს ვირუსი, უმართავი იყო ეს ყველაფერი“.

მოქალაქეობადაკარგული ეთნიკური სომხების საკითხზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მუშაობს. მოქალაქეობა სხვა უფლებების საფუძველია, ამიტომ მის გარეშე ცხოვრება სერიოზულ პრობლემებს და გამოწვევებს ქმნის, - ამბობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თქმით, სახელმწიფო ენის ფაქტორი სომხურ თემში დაუძლეველ სირთულედ რჩება, ამიტომ საკითხი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, თუნდაც გარკვეული პერიოდით.

„არაერთი არჩევნების დროს იყო დაპირება, რომ მთავრობა მოაგვარებდა ამ საკითხს, თუმცა ვნახეთ, რომ ამ დრომდე ვერ გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის სხვადასხვა დროს შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამარტივებს მოქალაქეობის მიღებას, ყველაზე მარტივი პროცედურებიც კი ითვალისწინებს ენის ცოდნის კრიტერიუმს, რომელიც ამ ჯგუფისთვის მარტივი არ არის. რამდენიმე ადამიანმა გადაიხადა სოლიდური თანხა, გავიდნენ გამოცდაზე, მაგრამ ვერ ახერხებენ გამოცდის ჩაბარებას. ჯავახეთის სოფლებში ვხვდებოდით ადამიანებს, მათ შორის იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთვის ახლა შეუძლებელია ენის შესწავლა“, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

უფლებადამცველები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. გარდა იმისა, რომ ათასობით ადამიანი ვერ სარგებლობს საბაზისო უფლებებით და ვერ მონაწილეობს არჩევნებში, მათ ასევე ხელი არ მიუწვდებათ სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე, საზღვრის კვეთის დროს აქვთ მუდმივი არამდგრადობის შეგრძნება. თამთა მიქელაძის თქმით, სახელმწიფომ პრობლემის მოგვარების გზების ძიება უნდა დაიწყოს.

„აქვთ განსაკუთრებული შიში, რომ ყოველ ჯერზე, როცა საზღვარზე გადმოდიან, შეიძლება მოქალაქეობის არქონის გამო პრობლემები შეექმნათ და აღარ შემოუშვან საქართველოში. ჩვენი მოწოდებაა, რომ მინიმუმ, ასაკობრივი კრიტერიუმის დაზუსტებით უნდა მოხდეს ამ მოთხოვნების შერბილება. მგონია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები და გამონაკლისის დაშვება იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ამ საკითხის გადაწყვეტა წესით, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა ექცეოდეს. იუსტიციაში დაგვპირდნენ, რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით. პარლამენტში ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით არსებობს მოქალაქეობის მოკვლევის ჯგუფი და საინტერესო იქნება ამ ჯგუფის მუშაობა ამ მიმართულებით“,
- ამბობს თამთა მიქელაძე.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ჯერჯერობით, არც ერთი სახელმწიფო უწყება თვალს არ უსწორებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ რეალობას და არ აქვთ კითხვაზე პასუხი - რა ბედი ელის ათასობით პირს, რომლებსაც მოქალაქეობა წლების წინ დაკარგეს ან ოჯახის რჩენის გამო დათმეს.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1075
EUR
EUR
1
2.9292
RUB
RUB
100
2.5838
TRY
TRY
1
0.0796
USD
USD
1
2.8138
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 filmMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibombetbababetbabacasibommarsbahiscasibomkalebetkalebetayvalık zeytinyağımatbetpijama takımıpijamatipobet girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantsabahlıkotobetotobetdeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterToy Poodleistanbul escortpaykwikvirabetdeneme bonusu veren sitelertümbet giriş30 tl bonus veren sitelerlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスceltabetbycasino güncel girişオンラインカジノzbahisrulet siteleripoker sitelerimariobet giriş1xbet Girişcasinolevantcasinolevantfilmvozol puffxeno executornew bitcoin casinosbitcoin sports betting1xbet Girişnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinostipobettipobetMariobetnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetcasibomzbahisbetpubliconwinBets10casinolevantlayarkaca21bankobetsahabet güncel girişsahabet güncel girişsahabet güncel girişİzmir escort Antalya escortportobetportobetcasibomgalabet güncelDeneme bonusu veren sitelergalabet girişxslot girişlevantbet girişlevantbetgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetbetra girişbetracasinoper girişcasinoperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetpashagamingpashagamingcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetİbizabet girişİbizabetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcom girişmilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetrekabet girişrekabetvipslot girişvipslotfattbet girişfattbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixiramrabahis girişamrabahisarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgandom girişgandomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzacasiblu girişcasiblubetnano girişbetnanobetrupi girişbetrupibetgar girişbetgarprimebahis girişprimebahiskralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb girişmrgambSheratonbet girişSheratonbetmaribet girişmaribetbetvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinotrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetlevant girişlevantgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetmeritroyalbet girişmeritroyalbetcasinopper girişcasinopperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcommilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetonwingir girişvipslot girişvipslotfatbet girişfatbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixirarmabahis girişarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgamdom girişgamdomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzabetrupi girişbetrupibetgar girişbetgaribizabet ibizabet Mariotbet Mariotbet Primebahis Primebahis kralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb giriş mrgamb giriş sheratonbet girişsheratonbetmaribet giriş maribet giriş betvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinobetsin girişbetsintrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetbetwinnerbetwinner girişbetwinner twitterbizbetbizbet girişbizbet twitterbetkombetkom girişbetkom twitterbetturkeybetturkey girişbetturkey twitterbetpublicbetpublic girişbetpublic twitterfixbetfixbet girişfixbet twitteronwinonwin girişonwin twittertipobettipobet giriştipobet twitterotobetotobet girişotobet twitterromabetromabet girişromabet twitterroketbet roketbet roketbet sahabetsahabet girişsahabet twitterzbahiszbahis girişzbahis twitterxslotxslot girişxslot twitterbetmatikbetmatik girişbetmatik twittermariobet mariobet mariobet loyalbahisbetmoneyatlantisbahisyorkbetlimrabethiltonbetastrabettingbetclupdengebetbetsofmrcasinobetsoobetlistbetgraynisanbetbetproton giriş plusslot giriş turbobetbahisstar giriş dopingbetmaxroyalbetmaxwinbetparafbetsortibetganobetrulobetbetsunrise betovisenobahisafroditbet giriş betpuanbetpara merirlefkosabetkombobet giriş betcoolforza1x2lizbonbetbetsquirrelsantabet giriş totobi giriş lalbet erisbetpiyasabetenzabetrexusbetstandartbetbetmarlo giriş zingabetboxbahiskalitebetklasbahisyakabet Genzobet betvakit giriş 1win giriş truvabetbet11 privebet7slotsbahisbey giriş betgrosbaşarıbetcasinoburadabahisnowciacasinobetriyalbetofficegamabetpiabellacasino bahis1000 giriş vidobetneyine giri şdinamobet giriş tambet giriş bonus veren sitelerdeneme bonusu veren yeni sitelerinstagram takipçi satın alblue lock scriptiqos satın alpusulabettaraftarium24taraftarium24imajbetcasibomcasibomcasibomiptv satın alsolara executorcasino siteleribetgit girişjojobetbycasinoacehgroundsnaptikacehgroundpornoOne Win Aviator: A Comprehensive Guide for Indian Playerssohbet hattıcasibom girişkralbettaraftarium24selçuksportsmavibetwinxbetmavibetBets10deneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom güncelbagonbetgarAlev casinoRoku bet güncel girişOnwinMeritkingMeritkingyoutube to mp3deneme bonusu veren sitelerçorlu nakliyatasyabahishitbetmarsbahis girişcasibomparibahisistanbul eskorttaraftarium24akcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetceltabetmatbetdeneme bonusu veren sitelermatbetcasino sitelerinetspor tvimajbet1473meritking1615 comcasibom725grandpashabet2217meritking1614 conbets10meritking1615meritking1614grandpashabet 2217 comcasibom725 comimajbet1473 comimajbetcasibom güncel girişgrandpashabetcasinolevantonwinjojobet girişfixbetultrabetultrabetultrabetcasibom girişeduiptvkağıthane escortdeneme bonusu veren siteleronwin yeni girişdelta executorçorlu nakliyatekrem abicenabetcasibommeritkingkumar sitelerigates of olympusdeneme bonusugüvenilir casino siteleritubidysnaptiktubidyacehgroundyoutube downloadermp3 juicebycasinoligobetdeniz taşımacılığıMatbet girişMatbet giriştümbetextrabet girişextrabetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortcasibom girişcasinolevantekrem abibetofficecasibom girişsekabet 1269otobetcasibompin uppinupjojobet7slotsmavibetcasibom giriş1xbetslot siteleriBetkanyonpinco casinoistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1winmia khalifa leakçorlu nakliyatvirabet2024 deneme bonusu veren sitelermegabahisVdcasinoVdcasinocasino sitelericasibom günceljustin tvimajbet güncel adresimajbet yeni adresimajbet yeni girişimajbet güncel girişimajbet girişimajbettipobet girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetselcuksportsçorlu nakliyatçorlu nakliyecasibombhad bhabieelitcasinomadridbetbetturkeynakitbahisdumanbetpiabellacasinobetebetkralbetdinamobetbetkanyontipobetultrabetotobetfixbetvaycasinoparabettrendbetkulisbetbahiscomgüvenilir bahis sitelerimeritkingsuperbetincasibomtimebetmeritkingmatadorbetonwindeneme bonusu veren sitelercasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelsonbahissonbahis girişsonbahis güncel adressonbahis güncel girişpin uppinupcasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelcasinolevant güncel girişcasibom girişcasinolevant güncel adresçorlu evden eve nakliyatlevantcasinolevantcasino girişlevantcasino güncellevantcasino güncel girişcasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelcasinolevant güncel girişcasinolevant güncel girişlevantcasinolevantcasino girişlevantcasino güncel girişlevantcasino günceldeneme bonusugoldenbahismarsbahis girişmarsbahis girişçorlu nakliyatcasibomdeneme bonusu veren siteler 2025sekabetgoldenbahisjojobetmatadorbet twittercasibom girişbahigocasinomaximobilbahisbetsmovebetnanosekabetjojobetcasibom güncelextrabetcasibomzbahisbetturkeysahabetstarzbetcasibom güncel girişroyalbetroyalbetjojobetcasibomMobil Ödeme Bozdurma antalya escortduygusalyolculuk.com.trhuzurdonemi.com.tristanbul escort, esenyurt escort, pendik escortjojobet güncel girişcasibomotobettarafbetmatbetsekabetsahabetonwinmarsbahisholiganbetmatadorbetkingroyaljojobetjojobetbetebetbetebetbets10 girişjojobet girişjojobetmatbetmarsbahisimajbetmatbetekrem abi sitelerjojobetjojobetsahabetimajbetcenabetsekabetholiganbetmarsbahiscasibomsvensk casinobästa casinocasibom güncel giriştarafbettarafbet giriştarafbet güncel giriş adresimavibetbetwoonlunabetpiabetparibahiscasibom twitterportobetcasino siteleri slot sitelericasino siteleribetciobuy property in turkeybetcioCasibomkumar sitelerikumar siteleri 2025en güvenilir kumar sitelerigüncel kumar sitelerikumar siteleri bonusgüncel kumar siteleri 2025vdcasinostarzbetprivebetbetparkceltabetcasibom 725vbetcasibomgiftcardmall/mygiftcasibomcasibom girişcasibom giriş adresicasibom giriş 2025amexgiftcard/balancebetpuansahabetgrandpashabetbetpuanroketbetromabetcasibomcasibomcasibomcasibomcasibom güncel girişGrandpashabet Girişsuperbetinmilanobetbetmarinobetexperwinxbetbets10 girişyouwinbets10bets10casibomsahabetotobetcasibomnya casinon sverigecasibomaras kargo takippusulabetcasibomcasibommatadorbet twittermatadorbetcasibomonwingiftcardmall/mygiftash kaashMarsbahis