ადიგენში, სახალხო დღის აღნიშვნა სპორტული აქტივობებით დაიწყო. დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთში ნიაზ ჩირგაძის სახელობის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჭეჭლა-გორგულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი გორგულის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში გასული გუნდები ადიგენის მერიისაგან ფულადი საჩუქრით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. სპორტულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ძიუდოსა და ჭიდაობაში. გაიმართა შეჯიბრება ჭადრაკში. გამარჯვებულები მერიისაგან თასებით და მედლებით დასაჩუქრდნენ.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის, სადეგუსტაციო და საბავშვო-გასართობი სივრცეებისა და დრამერების მსვლელობის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიების მეორე ნაწილი ჯგუფი „ბანის“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდება, დაჯილდოვდებიან ადიგენის საპატიო მოქალაქეები და „ადიგენობა 2024“ -ის დასკვნითი ნაწილი ყველასათვის ცნობილი ბენდის „მიქსტურას“ გამოსვლით დასრულდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.