დღეს ფერმერების მარში გაიმართება
დღეს, 23 დეკემბერს ფერმერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით მარშით გაივლიან.
ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციას და მოითხოვენ როგორც დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, ისე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„ფერმერების მარში მოიცავს მშვიდობიან მსვლელობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით, სადაც შევუერთდებით აქციების ძირითად ნაწილს. ერთად გავაპროტესტოთ არალეგიტიმური მთავრობის ანტიკონსტიტუციური ქმედებები.
თავისუფლება ყველა უსამართლოდ დაკავებულ აქციის მონაწილეს. ვითხოვთ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საქართველოს ადგილი ევროპაშია!“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.