15 იანვარს საყოველთაო გაფიცვა იწყება
„იფიცება საქართველო!“ - დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ საყოველთაო გაყიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.