საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი სამცხე - ჯავახეთშია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ბორჯომის სოფელ ციხისჯვარიდან, რამდენიმე კილომეტრში იყო.
როგორც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ბიძგები თბილისის დროით, 11:31 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო.