საზოგადოება
ადიგენის მერია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრებს იწყებს
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალიდან, 11 თებერვლიდან დაიწყება და 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 ათასი ლარი გამოეყო.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მიიღო.
რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, ადგილობრივი მცხოვრებლები საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ. ![](/images/temp/2025/02/10/2bd7f907b7f5b6bbd91822c0c7b835f6.jpg)
![](/images/temp/2025/02/10/6aed000af86a084f9cb0264161e29dd3.jpg)
Տարածեք :