დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურიის გარდა დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარასა და იმერეთში. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. გზებზე ყრიან მარილს და იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს, მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრომომარაგების აღსადგენად. დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი.