ახალციხის ტბის ა(ა)იპ–დან 7 თანამშრომელი გათავისუფლდა
ახალციხის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ–ი "ახალციხის ტბა"–ზე
თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქალაქის მერმა შვიდი პიროვნება
გაათავისუფლა.
"ახალციხის ტბა"–ზე 19 ადამიანი იყო დასაქმებული. ტბის ა(ა)იპ–ის
დირექტორი გრიგოლ ღავთაძე "მეცხრე არხთან" 16 დეკემბერს აცხადებდა,
რომ თანამშრომელთა შემცირება არ შეიძლებოდა, რადგან ადამიანური
რესურსი ისედაც მცირე იყო. ახლა კი ფიქრობს, რომ ტბის მოვლისთვის 12
ადამიანიც საკმარისია. მისი განმარტებით, ზამთარში სამუშაო ნაკლებია,
ამიტომ 7 ადამიანს ხელშეკრულება შეუწყდა.
გამოთავისუფლებული თანხებით, ახალციხის მერი ტბის ა(ა)იპ–ისთვის
ადმინისტრაციული შენობის აგებას აპირებს. ვლადიმერ ზედგინიძეს გეგმები
აქვს ა(ა)იპ–ის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, 2016
წლისგან განსხვავებით, შემოსავლებს გაზრდის.
2017 წლის ბიუჯეტიდან "ახალციხის ტბა"–ს მერია 110 000 ლარით
აფინანსებს. სუბსიდია ა(ა)იპ–ს გასულ წელთან შედარებით, 24 100 ლარით
შეუმცირდა.