ბორჯომის ცენტრალური პარკის ბილეთი 2 ლარამდე გაძვირდა
13.01.2017
ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესასვლელი ბილეთი, 50 თეთრიდან 2 ლარამდე
გაძვირდა.
ფასის მომატების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართველი ტურისტები.
უცხოელ ვიზიტორებს კი მიაჩნიათ, რომ ტერიტორიის დასათვალიერებლად
დაწესებული თანხა მისაღებია.
ბორჯომის ისტორიულ პარკის ბილეთი 22 დეკემბრიდან გაძვირდა. დირექტორის
განმარტებით, ფასის მომატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
გაზრდილია უკონტაქტო ბარათის თვითღირებულება, რომლის მეშვებითაც
პარკში შესვლაა შესაძლებელი. ვლადიმერ გელაშვილის თქმით, მანამდე
არსებული ფასი ობიექტის მოვლა–პატრონობისთვის საკმარისი არ იყო, რის
გამოც ადგილობრივი გამგეობა ყოველწლიურად სუბსიდიას ურიცხავდა. წელს
მისი შენახვა ადმინისტრაციას ძირითადად, შემოსავლებითა და
განახევრებული დაფინანსებით მოუწევს.
პარკში შესასვლელად ისევ მოქმედებს შეღავათები, რისთვისაც
დამთვალიერებელმა შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
ცენტრალურ პარკს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 160 000 ლარით
შეუმცირდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი თვლის, რომ შემოსავლები ობიექტს
საშუალებას მისცემს მომავალი წლიდან დაფინანსების გარეშე, საკუთარი
ბიუჯეტით იარსებოს.
პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზრდილი ფასი ვიზიტორთა
რაოდენობაზე უარყოფითად არ ასახულა. ოფიციალური მონაცემებით, 22
დეკემბრიდან დღემდე ობიექტი 3 500–მდე დამთვალიერებელმა მოინახულა.
ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულის სეზონზე მათი
რიცხვი ბევრად გაიზრდება.
ფასის მომატების
გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართველი ტურისტები.
უცხოელ ვიზიტორებს კი მიაჩნიათ, რომ ტერიტორიის დასათვალიერებლად
დაწესებული თანხა მისაღებია.
ბორჯომის ისტორიულ პარკის
ბილეთი 22 დეკემბრიდან გაძვირდა. დირექტორის განმარტებით, ფასის
მომატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. გაზრდილია უკონტაქტო ბარათის
თვითღირებულება, რომლის მეშვებითაც პარკში შესვლაა შესაძლებელი.
ვლადიმერ გელაშვილის თქმით, მანამდე არსებული ფასი ობიექტის
მოვლა–პატრონობისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც ადგილობრივი
გამგეობა ყოველწლიურად სუბსიდიას ურიცხავდა. წელს მისი შენახვა
ადმინისტრაციას ძირითადად, შემოსავლებითა და განახევრებული
დაფინანსებით მოუწევს.
პარკში შესასვლელად ისევ
მოქმედებს შეღავათები, რისთვისაც დამთვალიერებელმა შესაბამისი
დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
ცენტრალურ პარკს ადგილობრივი
ბიუჯეტიდან სუბსიდია 160 000 ლარით შეუმცირდა. მუნიციპალიტეტის
გამგებელი თვლის, რომ შემოსავლები ობიექტს საშუალებას მისცემს
მომავალი წლიდან დაფინანსების გარეშე, საკუთარი ბიუჯეტით
იარსებოს.
პარკის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, გაზრდილი ფასი ვიზიტორთა რაოდენობაზე უარყოფითად
არ ასახულა. ოფიციალური მონაცემებით, 22 დეკემბრიდან დღემდე ობიექტი 3
500–მდე დამთვალიერებელმა მოინახულა. ადმინისტრაციაში
დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულის სეზონზე მათი რიცხვი ბევრად
გაიზრდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.