ჯავახეთში გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო,
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური
რეჟიმია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი
სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის
ნარევი. მობილიზებულია დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და
ტექნიკა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ 110–კმ 146) მონაკვეთზე და
ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ
112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოებას აფრთხილებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი
საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო
გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.