31 იანვრიდან, სინოპტიკოსები ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ
30 იანვარს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი
შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ მთაში
ზოგგან ქარბუქია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში შესაძლებელია
მცირე თოვლი.
31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექი
შეწყდება და ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ
მუნიციპალიტეტებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -10, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -16, დედაქალაქში -8 გრადუსამდე
დაეცეს.
31 იანვარს, დღისით და 1 – 2 თებერვალს კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი
ამინდი იქნება.
3–5 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს
ჰაერის ტემპერატურაც.