6–12 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დედაქალაქში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
7–8 თებერვალს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
9–12 თებერვალს ისევ ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4, +9, აღმოსავლეთ საქართველოში 0, +5 გრადუსი იქნება.