ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია ორი საათით გაეთიშება
ახალციხის მუნიციპალიტეტში, დღეს, 12 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, აბონენტებს დენის მიწოდება დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში შეუწყდებათ.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ახალციხის 110/35/10 კილოვატიან ქვესადგურზე დიაგნოსტიკური სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რის გამოც აუცილებელია დენი მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოირთოს.
კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გათიშვა 13:00 სთ–დან 15:00 საათამდეა დაანონსებული.