13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება
, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.
1946 წლის 13 თებერვალს გაერო-ს რადიო პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.
იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედია საშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიო სადგურებისთვის ხელის შეწყობა.