“იდეების კონკურსი” დამწყები სოციალური მეწარმეებისთვის
13.02.2017
დამწყები სოციალური მეწარმეებისთვის, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა "იდეების კონკურსის" შესახებ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს.
კონკურსი 23 იანვარს გამოცხადდა, რომელიც ახალი სოციალური საწარმოს შექმნის იდეის დაფინანსებას ითვალისწინებს. მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ და შესაბამის ელექტრონულ მისამართზე გადააგზავნონ. კონკურსის პირველ ეტაპზე გადასულები გადამზადდებიან, შეისწავლიან ყველა იმ ტექნიკას, რომელიც ახალი სოციალური საწარმოს დაარსებისთვისაა საჭირო. ამის შემდეგ ისინი ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რომელთაგან საუკეთესო ინიციატივა 8 000 დოლარით დაფინანსდება.
"სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის", სამწლიანი პროექტია, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთვის აფინანსებს. პროექტი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ხორციელდება.
დასავლეთ საქართველოში პროექტს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლები პარტნიორობას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.