ხაშური-ახალციხე-ვალის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები
ხაშური-ახალციხე-ვალის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა შესაძლებელი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 80-კმ 96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.