ბორჯომში, 14 და 15 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში ელექტროენერგია 14 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე, 284 აბონენტს შეუწყდება.
15 მარტს სამუშაოები ბორჯომშია დაგეგმილი, რის გამოც დენის მიწოდება 2 300 აბონენტს ქალაქის ნაწილში 12:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება.