რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და კონფლიქტებზე ახალციხეში მრგვალი მაგიდა გაიმართება
"რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში"- თემაზე ახალციხეში მრგვალი მაგიდა გაიმართება.
დეტალებზე მომხსენებლები: ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, კავკასიის პროგრამის დირექტორი ბექა ბაჯელიძე და "დემოკრატ მესხთა კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ისაუბრებენ.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით.
.მრგვალი მაგიდა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 25 მარტს 14:00 საათზეა დაგეგმილი. ღონისძებას ორგანიზებას "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" და "კავკასიური სახლი" უწევენ.
დისკუსია პროექტის "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება"" ფარგლებში ტარდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.