წლების შემდეგ ახალშენისა და წყორძის მოსახლეობა სასმელ წყალს უპრობლემოდ მიიღებს.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ურაველი, წყორძა, ახალშენის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი უკვე განახლდა. მის ფარგლებში სასმელი წყლის მაგისტრალი, ლითონის მილით, სოფელ წყორძის გადასახვევამდეა მიყვანილი.
პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 583 ლარით ფინანსდება.
რაც შეეხება მეორე ეტაპის სამუშაოებს, ახალციხის გამგეობამ სამშენებლო ტენდერი 27 797 ლარზე უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, სოფელ წყორძის გადასახვევთან გამანაწილებელი ჭის მოწყობა იგეგმება, საიდანაც წყალი წყორძისა და ახალშენის მიმართულებით განაწილდება.
შედეგად სუფთა სასმელ წყალს მიიღებს, როგორც წყორძის, ასევე ახალშენის მოსახლეობაც.
ადგილობრივები უწყლობის გამო ხშირად
ჩიოდნენ. პრობლემა ძირითადად ზაფხულში ექმნებოდათ, რა დროსაც მათ სასმელი წყალი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. "მეცხრე არხმა" ახალშენისა და წყორძის მაცხოვრებლების პრობლემაზე მასალა არაერთხელ
მოამზადა.