ასპინძის მუნიციპალიტეტში დღეს, 31 მარტს, "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც დენი მთლიან მუნიციპალიტეტეს გაეთიშება.
ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ასპინძის მუნიციპალიტეტში "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს 3 803 აბონენტია.