7 აპრილამდე სინოპტიკოსები თბილ ამინდებს პროგნოზირებენ
7 აპრილამდე სინოპტიკოსები თბილ ამინდებს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში და დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, 3-4 აპრილის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, რამაც შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.
4 - 6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.