ანდრიაწმინდაში "სოფლის სახლის" სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში "სოფლის სახლი"-ს სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
გამგეობის ინფორმაციით, შენობაში საბავშვო ბაღი, ამბულატორია და წარმომადგენლის ოთახი განთავსდება.
პროექტის ფარგლებში მოხდა ამორტიზებული კედლების დემონტაჟი, მოეწყო ახალი საძირკველი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი სახურავის შეცვლა. ასევე, გათვალისწინებულია ეზოს, შენობის შიდა და გარე ინტერიერის მოწყობა.
პროექტი 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. ჯამში ანდრიაწმინდის "სოფლის სახლი"-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 117 577 ლარი დაიხარჯება.