ადიგენის გამგეობამ ასი ახალი კონტეინერი შეიძინა
ადიგენის მუნიციპალიტეტმა ახალი კონტეინერები შეიძინა.
გამგეობის ინფორმაციით, ნაგვის კონტეინერები სოფლებში უახლოეს მომავალში გადანაწილდება.
,,სისუფთავე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკს"- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.
ადიგენის გამგეობის მიერ შეძენილი კონტეინერების რაოდენობა ას ერთეულს შეადგენს.