წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
10 - 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დედაქალაქში, დღეს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს - ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
12 - 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.
16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.