ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმასა და მის შედეგებზე იმსჯელებენ
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 13 აპრილს, 16:00 საათზე თვითმმართველობის რეფორმასა და მის შედეგებზე იმსჯელებენ.
თვითმმართველობის ექსპერტები: საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი და ექპერტი თვითმმართელობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი წარმოადგენენ არგუმენტებს, დეცენტრალიზაციის უპირატესობებსა და გამოწვევებზე: არჩევითობა და მისი პოლიტიკური სიძლიერე, ოპტიმიზაცია თუ მეტი თვითმმართველი ქალაქი.
დისკუსიაში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრის მიზანი საზოგადობის ჩართულობის გაზრდაა თემაზე, თუ რა მიღწევები აქვს თვითმმართველობის რეფორმას, რა მოლოდინები გააჩინა თვითმმართველობის კოდექსმა და როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მოლოდინებს.
საქართველოს ხელისუფლებამ 2013-2014 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზებას.