ახალციხის მუნიციპალიტეტი სააღდგომოდ ბენეფიციარებს ეხმარება
ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათე პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.
გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ამ კატეგორიის ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადეცათ. თითოეულ მათგანში ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, სააღდგომო ნამცხვარი და წიწიბურა შედის.
სააღდგომოდ სოციალური დახმარება გაეწიათ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ბენეფიციარებს. თითოეულ მათგანს პირად საბანკო ანგარიშებზე 250-250 ლარი ჩაერიცხათ.
მკვეთრად გამოხატულ 135 შშმ პირს და მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ 22 შშმ პირს, გამგეობისგან პირად საბანკო ანგარიშებზე 75-75 ლარი გადაერიცხათ.