20–23 აპრილის ამინდის პროგნოზი
20 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
21 აპრილს დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, დღის ბოლოს კი შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც 22 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქშიც ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.