28 აპრილამდე ღამით, სინოპტიკოსები, ტემპერატურის ვარდნას ვარაუდობენ
28 აპრილამდე ღამით, სინოპტიკოსები, ტემპერატურის ვარდნას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს დღის პირველ ნახევარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
25 აპრილს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. 26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ღამის საათებში 28 აპრილამდე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.