ახალციხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტრენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო–პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ძლიერმა ქარმა ანძები მოტეხა, რის გამოც დენი ახალციხესა და რამდენიმე სოფელში გამოირთო. კომპანიის ცნობით, ამ დროისათვის ელექტროენერგია, მხოლოდ ურავლის აბონენტების ნაწილსა და ხეოთს არ მიეწოდება. "ენერგო–პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ კომპანიის ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად დილიდან მუშაობს.