ახალციხის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს დენი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთსა და ზიკილიაში გაითიშება. ელექტროენერგიის მოწოდება კომპანიის 708 აბონენტს 11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება.