ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისს დენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 16:30-დან 18:30 საათამდე, 6 449–ვე აბონენტს გაეთიშება. ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:30 საათამდე 3 402 აბონენტს დილისკაში, ოკამსა და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდება.