მუნიციპალიტეტების საჩუქრები ომის ვეტერანებს
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანებმა ადგილობრივი თვითმმართველობებისგან საჩუქრად თანხა და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 200–200 ლარი ჩაურიცხა ახალციხის მერიამ. ქალაქის მასშტაბით ამ დროისათვის ოთხს ვეტერანი ცხოვრობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთჯერადად 400–400 ლარი ჩაურიცხა ომის 10 მონაწილეს, გარდა ამისა 500 ლარი გამოყო სასაჩუქრე პაკეტისთვის, რომელიც გამგეობის თანამშრომლებმა 10–ვე ვეტერანს სახლში მიუტანეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
500–500 ლარი გაითვალისწინეს ვეტერანებისთვის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა. ახალქალაქში ომის 13 მონაწილეა, ხოლო ნინოწმინდაში – ოთხი.
ბორჯომის გამგეობამ 17 ვეტერანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200–200 ლარი გამოყო.
ასპინძის გამგეობამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ოთხ ვეტერანს 100–100 ლარი ჩაურიცხა, გარდა ამისა თითოეულ მათგანს ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ადიგენის გამგეობამ სამი ვეტერანისთვის 50–50 ლარი გაითვალისწინა.
ფულადი საჩუქრების გარდა მუნიციპალიტეტებმა ვეტერანებს სადილით უმასპინძლეს.
საქართველოში დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი აღინიშნება.