ბორჯომში, თორის ქუჩის მეორე შესახვევში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ამ წუთებშიც.
გამგებლის პირველი მოადგილის, ანზორ სვანიძის განმარტებით, დღის ბოლოს გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდება, ქუჩა წყლის ჭავლით გაირეცხება და ზარალის დათვლა დაიწყება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერიტორია უმოკლეს დროში გაიწმინდოს, რის შემდეგ დაზარალებულებთან უკვე სტიქიის კომისია იმუშავეს და მიყენებულ ზარალს დაადგენს. კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა. პარალელურად ადგილზე იმუშავებენ სპეციალისტები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები"- აღნიშნა ანზორ სვანიძემ.
თორის ქუჩაზე მეწყერი 20 მაისს, ჩამოწვა. ძირითადად დაზიანებუილია სამი საცხოვრებელი სახლი, დატბორილია ეზოები, სარდაფები და ავტოფარეხები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოები: