ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასები ისევ არ აუღია.
მუშები ამბობენ, რომ ზოგიერთებს დავალიანების ნახევარი ჩაერიცხათ, ნაწილმა კი თანხა საერთოდ ვერ მიიღეს.
"ჩვენ ვინც გავაპროტესტეთ და ვიყვირით ყველას აგვინაზღაურეს, დანარჩენებს ისევ პრობლემები აქვთ დავალიანების მიღებასთან დაკავშირებით" – განაცხადა ერთ–ერთმა მუშამ თეიმურაზ მაისურაძემ.
ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2016 წლის მაისის თვეში დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია "ჩელიაბინსკტრანსიგნალი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი წერეთელი ირწმუნება, რომ დავალიანება მუშებს სრულად ჩაერიცხათ.
ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა სამი თვის ანაზღაურების მოთხოვნით, 3 მაისს საპროტესტო აქცია
გამართეს. სამუშაოები არ განახლებულა არც 4 და 5 მაისს.
მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლები მუშებს შეხვდნენ და დავალიანების ანაზღაურებას დაპირდნენ, რის შემდეგაც დასაქმებულების ნაწილმა გზის მშენებლობა გააგრძელა, ნაწილმა კი მუშაობაზე საერთოდ უარი თქვა.