ადიგენის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, ფლატეში, საირმეში, მოხეში, დიდსმადასა და მიმდებარე სოფლებში 1 184 აბონენტს შეეზღუდა.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, 29 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე არის დაგეგმილი.
"ენერგო-პრო ჯორჯია"-ში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელეტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.