"მაკულიტერატურის" აქცია ახალციხეში განმეორებით ჩატარდება
ახალციხეში "მაკულიტერატურის" აქცია კიდევ ერთხელ ჩატარდება.
მოსახლეობას ძველი წიგნების, რვეულებისა და ფურცლების გადაცვლა ახალ წიგნებში ისევ შეეძლებათ.
მოსახლეობამ მაკულატურის სანაცვლოდ წიგნები 2 ივნისს უკვე მიიღო. ორგანიზატორების თქმით, აქცია განმეორებით ადგილობრივების თხოვნით ჩატარდება.
ძველი წიგნების, რვეულებისა და ფურცლების გადაცვლა ახალ წიგნებში მსურველებს, კვლავ ახალციხის სავაჭრო ცენტრის (ბაზარი) მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00-დან 17:00-მდე შეეძლებათ.
მაკულატურის სანაცვლოდ, მოსახლეობა სასულველ წიგნს "პალიტრა L"-ის გამომცემლობის, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების საბავშვო და მხატვრული ლიტერატურას, ისტორიულ, შემეცნებითი წიგნებსა და ენციკლოპედიებს შორის შეარჩევს.
1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ "ნერგს"მიიღებს. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი "ნერგების" რაოდენობა რომელიც 4 - დან - 100 "ნერგამდე" მერყეობს.
"მაკულიტერატურის" აქცია 5 წელია პერიოდულად ტარდება. პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვაა. შეკროვებული მაკულატურა გადამუშავდება და ისევ ქაღალდად იქცევა. ამით ასეულობით ხე მოჭრას გადაურჩება.