ბორჯომსა და ადიგენში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე ბორჯომის გარეუბანში, დენი 2 935 აბონენტს გაეთიშება.
13:00-დან 14:00 საათამდე 1 669 აბონენტს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: უდეში, არალში, წარბასთუმანში, შოლავერსა და მიმდებარე სოფლებში.