ადიგენში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს 13:00-დან 18:30 საათამდე შუალედში' 1 საათით' ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 569 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ქვემო ენთელი, წახანი, ხევაშენი, უნწა, ბენარა, პატარა სმადა, შოლავერი, ზემო ენთელი, ქიქინეთი, ხარჯამი, ფხერო, შოყა, ნაქურდევი, ღორძე და აგრეთვე, თამარ მეფის ქუჩაზე ადიგენში.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში" – აცხადებენ "ენერგო–პრო ჯორჯიაში".