სოფელ ვარხანში პირველადი სამუშაოები დასრულდა.
ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, მდინარის დონემ დაიწია. სპეციალურმა ტექნიკამ გზა გაწმინდა და მოძრაობა აღდგა.
"მდინარის დონემ დაიწია, მოძრაობა აღდგენილია. ერთი პრობლემა გვაქვს, ელექტრო ენერგია არ მოგვეწოდება და ველოდებით აღდგენას. შეესაბამისი სამსახურები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. პირველადი სამუშაოები დასრულდა, თუმცა რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ წუთებშიც ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას. ხვალიდან სამუშაოები აღდგება" - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა ვარხანში, სოფელ აბასთუმანსა და არალში. ვარხანსა და აბასთუმანში ადგილობრივებს მდინარის წყალი სახლებსა და საქონლის სადგომებში შეუვარდათ. დაიხოცა შინაური ფრინველი.