ახალქალაქსა და ასპინძაში ელექტროენერგია გაითიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
"ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს, 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების თმოგვის, მირაშხანის ტოლოშის, ფიას, ჭაჭკარის, ვარძიის, ხიზაბავრის, ხერთვისის და მიმდებარე სოფლების, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გოგაშნისა და აფნიის, საერთო ჯამში 1 236 აბონენტს" – ნათქვამია "ენერგო–პრო ჯორჯიას" განცხადებაში.