"მომავლის თაობამ" ახალციხეში სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
11.06.2017
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობამ" ახალციხეში სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.
დასკვნითი ღონისძიება გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა, პარტნიორ სკოლების მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და დირექტორებთან ერთად, ამ პერიოდში განხორციელებული პროექტები განიხილეს. შეხვედრას დაეწრნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა სახის 58 მეტი აქტივობა მოეწყო. ახალქალაქში დაარსდა ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოგვარდა თემში არსებული მცირე პროპლემები, გაიმართა საქველმოქმედო აქციები და სხვა.
ცენტრის წამომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციებს, ადგილობრივ მედია–საშუალებებსა და სკოლებს გაწეული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის სერთიფიკატები გადასცეს. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მაკა სუდაძე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებთნ თანამშრომლობას დაფინანსების გარეშე გააგრძელებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.