"IDS ბორჯომი" მინერალურ წყალს ალუმინის ქილაში ჩამოასხამს
ბოჯრომის N1 ჩამოსხმელ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე იტალიური კომპანიის CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზის გაშვებას დაესწრებიან.
ახალი ხაზი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაცია 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე დანერგა. ახალ ხაზზე მინერალური წყლის ბრენდის „ბოჯრომის“ ახალი შეფუთვის ალუმინის ქილის „ბორჯომის“ წარმოება განხორციელდება. პირველი, სასიგნალო პარტიას წორედ დღეს ჩამოისხმება.
მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ე.წ. „სლიქ“ ალუმინის ქილა, გაყიდვაში მალე გამოჩნდება. ბრენდი ამ შეფუთვით ახალ მიზნობრივ აუდიტორიაზე გადის, რომლის ასაკობრივი სეგმენტი 20 – 30 წელია. ასევე, უფრო მრავალფეროვანი ხდება „ბორჯომის“ მოხმარების სიტუაციებიც.
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია. „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. კომპანია
ქართული მინერალური წყლების ბაზრს უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.
ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგიბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღესდღეობით მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.