ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარხანი ისევ დაიტბორა.
ძლიერი წვიმის გამო, სოფლის ღელე ადიდდა, ნაპირიდან გადავიდა და მოსახლეობის ნათესები, ეზოები და სახლები დატბორა.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მაშველებმა ათი სახლიდან წყალი ამოტუმბეს. ვარხანში მობილიზებულია ადიგენის, დაბა აბასთუმნისა და ახალციხის სამაშველო ბრიგადები.
წყალდიდობის შედგად დაშავებულები არ არიან.
საგნგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სიტუაციას მაშველები აკონტროლებენ და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
წყალდიდობის შედეგად წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვარხანი, ბენარა, უნწა და არალი
10 ივნისსაც დაიტბორა. სტიქიის შედეგებს კომისია ჯერ კიდევ სწავლობდა.